მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმოკლულია ე.წ. გალის საბაჟოს უფროსი

მოკლულია ე.წ. გალის საბაჟოს უფროსი

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში გალის ე.წ. საბაჟოს სამმართველოს უფროსი ბესლან მალანძია მოკლეს.

გალის რაიონის ე.წ პროკურორი კახა პერტაია „სპუტნიკ აფხაზია“-ს კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, მკვლელობა 2 ოქტომბერს, საღამოს 5 საათზე უნდა იყოს მომხდარი, თუმცა ცხედარი 8 საათზე იპოვეს სოფელ ტამიშში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, მისივე სახლის სიახლოვეს.  მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

,,ირკვევა, რომ მალანძიამ  მანქანა თავისი სახლიდან დაახლოებით   100-150 მეტრის მოშორებით გაჩერა. შესაძლოა, ის იცნობდა ადამიანებს, რომელთაც მანქანა შეაჩერებინეს, რადგან თავად გადასულა ფეხით გზის მეორე მხარეს, აქედან კი თრევით უტარებიათ  სასაფლაოსკენ (ამაზე მეტყველებს იქ  ნაპოვნი მისი ქუდი), სადაც მოუკლავთ კიდეც. იგი ერთი გასროლით არის მოკლული, ტყვია გულში აქვს მოხვედრილი.''  – აცხადებს პერტაია.  

ბესლან მალანძია 2010 წლიდან მუშაობდა გალში  საბაჟოს წამყვან  ინსპექტორად, 2014 წლიდან კი საბაჟო სამმართველო ,,გალის" უფროსად, მინიჭებული ჰქინდა საბაჟო სამსახურის პოდპოლკოვნიკის წოდება.  

 

 

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...