მთავარისიახლეებისპორტილევან კობიაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ლევან კობიაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

Published on

უეფა-ს ვიცე პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა ლევან კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, მისი თქმით,  ,,ჩვენ ყველანი გავხდით ღირსეული ბრძოლის მოწმე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებმა გამჭვირვალედ ჩაიარა''.  სურკისმა  პატივისცემა დაუდასტურა ლევან კობიაშვილს ცრემლებისათვის, რითაც იგი არჩევნების შედეგებს შეხვდა –  მთელმა ქართულმა საფეხბურთო სამყარომ იხილა ლევან კობიაშვილის  რეაქცია, როცა იგი ტრიბუნასთან მივიდა, თუმცა აღელვებულმა სიტყვის წარმოთქმა ვერ შეძლო. 

ლევან კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება პირველმა  რევაზ არველაძემ მიულოცა. თუმცა ვნებათა ღელვა არჩენების შედეგების გარშემო მიუხედავად ერთერთი მთავარი პრეტენდენტის რეაქციის მიუხედავად, ჯერაც არ დამცხრალა, რაც უკავშირდება ვიცე – პრემიერ კალაძის აქტიურობას არჩევნების დღეს და  რევაზ არველაზის მხარდამჭერის გეგი გობეჯიშვილის დაკავებას არჩევნების წინა დღეს, რაც ბწევრმა აღიქვა  როგორც არველაძის მხარდამჭერებზე ზეწოლის სიგნალი ხელისუფლების სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ . 

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი გუშინ  აირჩიეს. ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის 33 დელეგატიდან მან 18 ხმა მიიღო, რევაზ არველაძემ – 15. 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...