მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში სირიელი დევნილები სახლდებიან

აფხაზეთში სირიელი დევნილები სახლდებიან

Published on

ცალკეულ მედიასაშუალებებში ქვეყნდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  გუშინ სოხუმის პორტს მოადგა რუსული  გემი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში 120 სირიელი ოჯახი ჩამოიყვანა. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას ეს ფაქტი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა აფხაზეთისა და რუსეთის მედიასაშუალებებში მთელი სექტემბრის მანძილზე  სისტემატურად ვრცელებოდა ინფორმაცია, რომ რაულ ხაჯიმბა თავის სხვადასხვა გამოსვლებში  გამოთქვამდა მზაობას  სირიელი დევნილების აფხაზეთში მიღებისათვის და მიმდინარეობდა მათ დასაბინავებლად  განკუთვნილი  სახლების კეთილმოწყობა. თუ ადრე  ლაპარაკი იყო მაჰაჯირობის დროს სირიაში გადახვეწილ და იქ დამკვიდრებულ ეთნიკურ აფხაზებზე, ამჯერად უცნობია, ვის გულისხმობდა ამჯერად ხაჯიმბა:  ექსკლუზიურად   აფხაზებს თუ სირიის სხვა მოქალაქეებსაც. 

გადაუმოწმებელი ცნობებით, სირიელ დევნილებს კომპაქტურად ოჩამჩირის რაიონში სოფელ ფოქვეშში ჩაასახლებენ. 

 

 

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...