მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქცია და დაპირისპირება პარლამენტში.

რუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქცია და დაპირისპირება პარლამენტში.

Published on

დღეს ქუთაისში, პარლამენტის წინ რუსთავი2-ის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რასაც პარლამენტის შიგნით დაპირისპირება მოჰყვა.უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარლამენტის გარეთ გამართულირუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული იყო და მათივე თქმით, მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ აქციის მონაწილეები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ ხელისუფლების შეტევა თავისუფალ მედიაზე.პარლამენტში სხდომა კი კვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ იწყება. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ეს უმრავლესობისგან შეგნებულად ხდება, რათა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, მათ შორის რუსთავი 2-თან დაკავშირებული განცხადების განხილვა არ მოხდეს. 

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...