მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო ექსპერტებმა პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ - იორკში შეაფასეს როგორც საკმაოდ წარმატებული

საერთაშორისო ექსპერტებმა პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ – იორკში შეაფასეს როგორც საკმაოდ წარმატებული

Published on

,,საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა ქვეყანას აქცევს ტვირთბრუნვის ჰაბად''-განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ამერიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამართულ შეხვედრაზე და განმარტა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაეცა, რაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემოს ბრალია.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ იორკში ქართული დელეგაციის წევრებმა, იქ დამსწრე პოლიტოლოგებმა და ანალიტიკოსებმა შეაფასეს.

 „ეს იყო საკმაოდ წარმატებული სიტყვით გამოსვლა,“ – ასე შეფასა საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჟურნალისტმა ტომას გრემიმ.მისი  თქმით, ამოცანა რთულია, რადგან საუბარია პატარა ქვეყანაზე, რომელიც დაივიწყეს რაღაც დროის შემდეგ.

„ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში სირიასა და უკრაინაში ხდება, ხოლო საქართველო რჩება ყურადღების მიღმა, თუმცა, აუცილებელია საქართველო ამ განხილვების ნაწილი იყო“ – განაცხადა ტომას გრემიმ.

 საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის თქმით, დასავლეთი მუდმივად უნდა გრძნობდეს თანადგომის საჭიროებას, სანამ რუსეთს აგრესიული და რთული პოლიტიკა აქვს.

 

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....