მთავარისიახლეებისაზოგადოებაია ანთაძის წიგნის "პირველად იყო ლაქა" პრეზენტაცია ზუგდიდში

ია ანთაძის წიგნის “პირველად იყო ლაქა” პრეზენტაცია ზუგდიდში [Video]

Published on

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ჟურნალისტის ია ანთაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ეს ავტორის პირველი ნამუშევარია, რომელსაც „პირველად იყო ლაქა“ ჰქვია. წიგნი ჟურნალისტის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი წერილებისა და ბლოგების კრებულია, რომელსაც ავტორი რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე აქვეყნებდა. წიგნში საუბარია 1990 -იანი წლების საქართველოზე, 9 აპრილის ტრაგედიაზე, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, პოლიტიკურ შეფასებებზე. წიგნი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით სრულდება და ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის პერსპექტივებს აფასებს. ია ანთაძის პირველი წიგნი გამომცემლობა არტანუჯმა დაბეჭდა. „ მე ვარ ძალიან მადლობელი გამომცემლობა არტანუჯის, რომელმაც თავი მოუყარა ამ ყველაფერს და გამოსცა წიგნად. ჩემთვის არის უდიდესი პატივი, რომ მე დღეს მქვია წიგნის ავტორი. ბოლომდე ვერც კი გამითავისებია, რომ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ალბათ ნელ-ნელა მივეჩვევი ამ ახალ სტატუსს. მინდა, რომ ეს წიგნი იყოს სასარგებლო ახალგაზრდებისთვის, ჟურნალისტებისთვის და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც არის სიღრმისეული ჟურნალისტიკით დაინტერესებული“ – განაცხადა ჟურნალისტმა და წიგნის ავტორმა ია ანთაძემ. 
როდესაც გამომცემლობა „არტანუჯმა“ ჩემი სტატიების და ბლოგების წიგნად გამოცემა შემომთავაზა, ჯერ დავიბენი; შემდეგ ვიუარე და გავჯიუტდი; ბოლოს ჩავუჯექი და თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, რაც კი ოდესმე სტატია და ბლოგი დამიწერია. გზადაგზა თითქოს დავინახე წიგნი, რომელიც ცოტ-ცოტას გვიამბობს ჩვენი საერთო სამშობლოს წარსულზე, აწმყოსა და, იმედი მაქვს, მომავალზე; გვიამბობს იმაზე, რაც, ჩემი აზრით, არსებითია; იმაზე, რაც აკავშირებს ლიტერატურას და პოლიტიკას, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, შემეცნებას და ქმედებას, აღმოსავლეთს და დასავლეთს, საქართველოს და დანარჩენ სამყაროს. დიდი მადლობა ამ წიგნის ყველა მეგობარს!“ – აღნიშნავს ია ანთაძე წიგნის წინასიტყვაობაში.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის „პირველად იყო ლაქა“ ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სიახლეები

სასამართლომ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ პრეზიდენტის სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში...

გერმანია უკრაინას ზამთრის პერიოდში დამატებით €170 მილიონით დაეხმარება

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში საუბრისას განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასა და...

შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991...

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აღარ არ­სე­ბობს-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აღარ ჰყავს, მისი თქმით ახლა ქვეყანას მარიონეტი მთავრობა...