მთავარისიახლეებიკონფლიქტები27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

Published on

სოხუმის დაცემიდან 22 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ" ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13-დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა. ის ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა, რომელთაც დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდნენ მხარს. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში 27 ივლისს ორ მხარეს შორის დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან მიიტანეს. ომმა აფხაზეთში 15 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 000 ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა. სოხუმის დაცემას დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს — ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს — გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

სიახლეები

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...

დღეს სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება. საბა ჯიქიას სასამართლო...

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...