მთავარისიახლეებისპორტისფფ -ის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს

სფფ -ის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს [Video]

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია დღეს ზუგდიდში, სპორტული სამყაროს, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია იყო. მამუკა კვარაცხელიამ შეხვედრის დასაწყისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და დამსწრეებს მისი საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, ქართულ ფეხბურთში ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მან ასევე ყურადღება ბავშვთა ფეხბურთზეც გაამახვილა. დღევანდელი შეხვედრის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა  საჯაროდ პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში  ერთი წლის თავზე, 3 ოქტომბერს ზუგდიდში ოთარ გაბელიას სახელობის საფეხბურთო სტადიონის პრეზენტაცია გაიმართება. მამუკა კვარაცხელიამ ასევე ისაუბრა თავისუფალ საარჩევნო გარემოზე. ჩვენ ასევე დავინტერესდით, ერევა თუ არა სახელმწიფო სპორტში და არსებობს თუ არა ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატი ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ. ხვალ, 25 სექტემბერს ზუგდიდში ფედერაციის გენერალური მდივნის და პრეზიდენტობის კანდიდატთან რევაზ არველაძესთან შეხვედრაა დანიშნული, ხოლო კვირას, 27 სექტემბერს ზუგდიდში შეხვედრას ლევან კობიაშვილი გამართავს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...