რა ხდება სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებაში?

0
583

გუშინ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ იმპიჩმენტის წესით გადააყენა ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ლაშა კუჭავა, რომელიც   "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.  იმპიჩმენტის მიზეზად თავად ლაშა კუჭავა ასახელებს  სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა დგებუაძის პოლიტიკურ შურისძიებას იმის გამო, რომ მან  მუნიციპალიტეტის გამგებელი სხვადასხვა კორუფციულ სქემებში ამხილა. საზოგადოებისათვის ცნობილ "ანტიკორუფციულ საბჭოს " სენაკში სწორედ კუჭავა ხელმძღვანელობდა.  მას არ სურს მოწინააღმდეგე, რომელიც ხელს უშლის საბიუჯეტო სახსრების პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენებაში.

ეს კიდევ ერთი რგოლია სენაკის საკრებულოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების რიგში, რომელსაც ოპოზიციური პარტიები ხსნიან როგორც   "ქართული ოცნების" მცდელობას  გაასუფთაოს  პოლიტიკური ველი სენაკში. 

ამ დღეებში ,,თავისუფალ დემოკრატებს'' შეუერთდა ხვიჩა ჯიშკარიანი, რომელიც ერთი თვის წინათ ასევე იმპიჩმენტის წესით იქნა გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან, რასაც ყოფილი თავმჯდომარე ხსნის პარტიის ხელმღვანელობისთვის უფრო ,,მოხერხებული'' კანდიდატის ჯუმბერ ლაშქარავას წინწაწევის  სურვილით, რაც ნაწილობრივ დადასტურდა იმით, რომ მისი გადაყენების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ უმრავლესობის მიერ სწორედ ეს პერსონა იქნა არჩეული. 

ხვიჩა ჯიშკარიანთან დაკავშირებულ გახმაურებელ მოვლენებს მოჰყვა  ,,თავისუფალი დემოკრატების'' რიგების დატოვება  პარტიის სენაკის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბადრი კალანდარიშვილის მიერ იმ მოტივით, რომ ვერ დარჩება პარტიაში, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და თავის რიგებში მიიღო ხვიჩა ჯიშკარიანი, რომელიც მიუღებელია მისთვის, როგორც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის. ,, ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის'' ნავში ჩაჯდა, ამიტომ ვტოვებ პარტიას და ვუერთდები ძალას, რომელმაც ქვეყანა სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობისგან'' – განაცხადა კალანდარიშვილმა.  

სენაკის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატებიდან“ სულ ორი წევრი იყო წარმოდგენილი, თუმცა პარტიის რიგები დატოვა ზური აფაქციძემაც. შესაბამისად, საკრებულოში ალასანიას პარტიას ამჟამად მხოლოდ ერთი წევრი, ხვიჩა ჯიშკარიანი წარმოადგენს.

წინა სტატიამარტვილში ჭყონდიდობაა
შემდეგი სტატიაოთხფეხა შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ზუგდიდში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური