მთავარისიახლეებისამხედრო თემაავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

ავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

Published on

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამი შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაღუპულია საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43 -ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილი. დაღუპული სამხედროს შესახებ სხვა ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საფრთხე არ ემუქრება მეორე ქართველი სამხედროს პაატა როსტობაიას სიცოცხლეს, რომელიც პატრულირებისას დაიჭრა. დაჭრილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაღუპული ჯარისკაცის ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, პრემიერის განცხადებით, მთავრობა დაღუპული სამხედროს ოჯახს სახელმწიფო კომპენსაციის სახით 100 ათას ლარს გამოუყოფს. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაღუპულ სამხედროს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

სიახლეები

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდება

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდდება - ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ თბილისის დროით...

ფიზიკურად გამისწორდნენ-გიორგი ახობაძე

ექიმი გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ თბილისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარის შესახებ პროევროპული აქციების მონაწილემ სოციალურ ქსელში...

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...