მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა:საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ...

რაულ ხაჯიმბა:საქართველომ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია

Published on

 საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკ აბხაზიას“ ცნობით, დღეს დილით აფხაზეთის დელეგაცია  ცხინვალში ჩავიდა. იგი მონაწილეობას მიიღებს  სამხრეთ  ოსეთის რესპუბლიკის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. აფხაზეთის დელეგაციას რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს. 

,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენს ერებს შორის ძმური ურთიერთობები პასუხობდეს ორივე ქვეყნის ინტერესებს – განაცხადა აფხაზეთის დელეგაციის ოფიციალურ მიღებაზე  ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. – რომ არა თანადგომა ჩვენი მოძმე ერებისა და პირველ რიგში – აფხაზი ხალხისა, რომელმაც იგივე გზა გაიარა,  რაც ჩვენ, გაგვიჭირდებოდა ჩვენს წილად მოსულ უამრავ განსაცდელთან გამკლავება.  გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია. 

დამოუკიდებლობის სტატუსით არსებობის 25 წლის მანЯილზე პერმანენტული ომის პირობებში ჩვენ დღემდე გადაუწყვეტელი დაგვრჩა ბევრი ამოცანა, თუმცა ახლა უკვე  ჩვენი სახელმწიფოების აღმშენებლობის ახალ ეტაპზე გავდივართ –   აღნიშნა თიბილოვმა.

თავის მხრივ თიბილოვს დღესასწაული მიულოცა რაულ ხაჯიმბამ ,,შედგება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – შედგება აფხაზეთის რესპუბლიკაც- აღნიშნა მან  – ორივე ქვეყანას ჰყავს საიმედო მოკავშირე რუსეთის სახით, რომელიც ყოველმხრივ გვიწყობს ხელს ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციას და განვითარებაში.

საქართველო ყოველთვის ვერ აცნობიერებს, რომ საჭიროა მეგობრულად, მშვიდად ცხოვრება მეზობლებთან,  მაგრამ   დროა   გაიგოს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ არჩეულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია –  განაცხადა ხაჯიმბამ.

 

 

 

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...