მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმემ დღეს სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა

მეუფე გერასიმემ დღეს სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა [Video]

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. მეუფემ წირვის დასასრულს გუშინდელ დღეზე ისაუბრა. „მადლობა ღმერთს, რომ უფალმა ეს დღე მშვიდობიანად დაასრულა. მინდა ავღნიშნო არა ის ფაქტი, რომ დედაღვთისმშობელი ზუგდიდში დარჩა და ამ გადაწყვეტილების მიღება დედამიწის ზურგზე არავის შეუძლია გარდა თავად ღვთისმშობლისა და ყოვლადწმინდა სამებისა, რომელიც ზეცაში წყვეტს იმ საკითხებს, რომელიც უდიდეს სიწმინდეებს ეხება. რათქმაუნდა შეიძლება ადამიანებმა გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები, გამოხატონ თავიანთი შეხედულება, სურვილები, მაგრამ ამ საკითხს წყვეტს ყოვლადწმინდა სამება და თავად დედაღვთისმშობელი“ – განაცხადა მეუფე გერასიმემ წირვის შემდეგ ქადაგებაზე. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ასევე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშენებარე საკათედრო ტაძარზეც ილაპარაკა და მას თვალსაჩინო ეკლესია უწოდა. „ ეს ტაძარი უნდა გაათბოს თქვენმა ლოცვამ, ეს ტაძარი უნდა გაათბოს და გაიჟღენთოს მამების მიერ ჩატარებული ლოცვებით და ეს ტაძარი შენდება ღვთის და წმინდა ღვთისმშობლის სადიდებლად. მის მშენებლობაში მონაწილეობა ყველამ უნდა მივიღოთ“ – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე გერასიმემ. ასევე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მრევლს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....