მთავარისიახლეებიკულტურადღეს სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

დღეს სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა

Published on

დღეს ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობის, განუმეორებელი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. სახალხო არტისტს დღეს 109 წელი შეუსრულდებოდა. ქართული კინოს განუმეორებელი ვარსკვლავი ყველა როლს გრძნობდა. მას გარდასახვა არ სჭირდებოდა, ისე ითვისებდა თითოეულ სიტყვას და ისე მიჰქონდა მაყურებლამდე, ვეღარც კი გრძნობდი სად მთავრდებოდა სესილია და სად იწყებოდა პერსონაჟი. მის შემოქმედებას ახასიათებს გულწრფელობა, ფსიქოლოგიური სიღრმე, მაღალი პროფესიული კულტურა, დახვეწილი იუმორი, ჩინებული აქტიორული ტექნიკა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სახასიათო როლების შესრულებაში. ქართულ სცენაზე 120-მდე როლი განასახიერა. მათ შორის ქრისტინე (დადიანი „ნინოშვილის გურია“), გვირისტინე (კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ოლღა (დუმბაძისა და ლორთქიფანიძის „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“), სიუზონი (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), კატარინა (შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულება“), ელისაბედ დედოფალი (შილერის „მარია სტიუარტი“) და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის (1950 წ) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის (1967 წ) წოდება. გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

სიახლეები

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...

ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...