მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ -ს ახალი ელჩი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

აშშ -ს ახალი ელჩი საქართველოში პრეზიდენტ მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს

Published on

,,ჩემი   ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მხარდაჭერა იქნება'' – განაცხადა  საქართველოში  გუშინ  ჩამოსულმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა  იან კელიმ  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 

ელჩმა  აღნიშნა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს, არის   საქართველოს პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა. 
"ამდენად, ვიდრე გადავცემ რწმუნებათა სიგელებს, ბევრს არ ვისაუბრებ და შევეცდები, თავი შევიკავო, თუმცა ჩემს ძირითად პრიორიტეტად ვხედავ, საქართველოს დავუჭირო მხარი, გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახლავთ საქართველოს მხარდაჭერა, მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, რაც გაცხადებულია საქართველოს მიერ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოსი, ასევე საქართველოს მისწრაფებების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების", – განაცხადა იან კელიმ. 

შეგახსენებთ ფრაგმენტს  საქართველოში შეერთებული შტატების ახალი ელჩის იან კელის ვიდეომიმართვიდან, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა: 

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად ვიმსახურო. თბილისს 1976 წელს ვესტუმრე. მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველი გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30 წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა მან სრულიად განახორციელოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სხელმწიფო გახდეს. ნატოსა და ეუთოში მუშაობის შემდეგ განსაკუთრებული პატივისცემით ვუყურებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილს. როგორც აშშ-ის ელჩი და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 2013 წელს კარგად ჩავწვდი რეგიონულ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. აგრეთვე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოხლებას. მე ჩიკაგოდან ვარ . ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებსა და რა თქმა უნდა მე, მოგვენატრება ჩიკაგოს ლეგენდარული ღრმა თეფშში გამომცხვარი პიცა და ჩვენი საყვარელი ბეისბოლის გუნდა „ჩიკაგო ქაბსი“. თუმცა სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ ხაჭაპურსა და ვუყურებთ საქართველოს საფეხბურთო გუნდის თამაშს“, – ამბობს ელჩი.

სიახლეები

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პოლიტიკური აქტივობის გამო, შესაძლებელია “ოცნებამ“ ბიზნესმენებსაც დააკისროს. არჩილ გორდულაძემ ცოტა ხნის წინ...

მივმართავ პარლამენტს, არ მიიღოს ეს ცვლილება – ევროსაბჭოს კომისარი გრანტების კანონზე

ევროპის საბჭოს კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში, მაიკლ ო ფლაერთი ეხმაურება ქართული ოცნების მიერ გრანტების...

62 პროფესორიდან არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას – თსუ-ის პროფესორების განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, თსუ-სა და...

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში განუცხადეს, რომ...