მთავარისიახლეებისპორტიფიფა სფფ-ს მოუწოდებს სამთავრობო ჩარევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს

ფიფა სფფ-ს მოუწოდებს სამთავრობო ჩარევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს

Published on

ფიფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო სამთავრობო ჩარევასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. 
როგორც ფიფა-ს მიერ ფედერაციისთვის გაგზავნილ საპასუხო წერილშია ნათქვამი, ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად. 
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პროცესზე მთავრობის ზეწოლის ბრალდებების შესახებ, ჩვენ მადლობელი ვიქნებით თუ ფიფა-ს და უეფა-ს უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით. ამასთან დაკავშირებით, გვინდა შეგახსენოთ, რომ ფიფა-ს წესდების მე-17 მუხლის და უეფა-ს წესდების მე-7 მუხლის თანახმად – ფიფა-ს და უეფა-ს აღმასრულებელი ორგანოს (პრეზიდენტის ჩათვლით) წევრები არჩეულ უნდა იქნას თავისუფალი წესით, პროცედურების შესაბამისად, რომელიც არჩევნების სრული დამოუკიდებლობის გარანტიას იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამთავრობო ჩარევა საარჩევნო პროცესში ფიფა-ს და უეფა-ს მიერ მიჩნეული იქნება მიუღებლად. ამ ფონზე, ფიფა დაუყოვნებლივ ითხოვს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეატყობინოს ზემოთ ხსენებული საკითხები ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას იმისათვის, რომ ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში დაუყოვნებლივ იქნეს აღმოფხვრილი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და გთხოვთ, რომ მოგვაწოდოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარების შესახებ ინფორმაცია", – ნათქვამია ფიფა-ს წერილში. 
რამდენიმე დღის წინ ფედერაციას ანალოგიური შინაარსის წერილით უეფა-მაც მიმართა.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...