მთავარისიახლეებისაზოგადოებაცაიშის საბაზისო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ცაიშის საბაზისო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, საბაზისო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მე-5 და მე-6 კლასის დამატების მოთხოვნით დღეს სკოლის წინ მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი შესაბამისი კანონის გათვალისწინებით, კლასების დამატებას ითხოვენ, რადგან, როგორც თავად მშობლები ამბობენ, ცაიშის საჯარო სკოლამდე 2 კილომეტრი მანძილია გასავლელი. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსწავლეებს სკოლის ტრანსპორტი ემსახურება, მაგრამ, მშობლების განმარტებით, სკოლაში სწავლობენ ავადმყოფი ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. სიშორის გამო კი, მათი განმარტებით, ბავშვები უყურადღებოდ დარჩებათ. მოსწავლეების მშობლებმა ზემოაღნიშნული მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ზუგდიდის რესურსცენტრს მიმართეს. „ჩვენი მოთხოვნაა ყველას მიმართ, რომ ჩვენი სკოლა დააფინანსონ, რათა ბავშვებმა სწავლა შეძლონ. ჩვენ წერილობითი თხოვნით მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ზუგდიდის რესურსცენტრს, რათა მოხდეს დაფინანსება“. ცაიშის საბაზისო და საჯარო სკოლის დირექტორის მამუკა დაგარგულიას განმარტებით, განათლების სამინისტროსგან არის ნებართვა გაიხსნას აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებაში მე-5 და მე-6 კლასები, თუმცა სკოლის დირექტორს მიაჩნია, რომ მიუხედავად სამინისტროს თანხმობისა და არსებული სასკოლო ბიუჯეტისა, მე-5 და მე-6 კლასის განხსნა არასწორია. „მე-5 და მე-6 კლასის გახსნა ეს ნიშნავს საათების დამატებას, ამას გარდა საჭირო იქნება პედაგოგიური კოლექტივის გაზრდა, ეს ყველაფერი კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. იმ კონტიგენტითა და ბიუჯეტით, რომელიც ამჟამად გააჩნია სკოლას,  ეს ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“ – განაცხადა სკოლის დირექტორმა მამუკა დაგარგულიამ. მოგვიანებით, უკმაყოფილო მშობლებთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი მივიდნენ. ლაშა გოგიას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. „ჩვენ ამ სკოლასთან დაკავშირებით ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან და რესურსცენტრთან ერთად. ჩვენ გავითვალისწინებთ თითოეული მოსახლის ინტერესებს. აქ არის ჩადებული ინტერესი, რომ მართლაც იყოს პირველი 6 კლასი და სკოლას აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ აქ იყოს მე-5 და მე-6 კლასი, თუმცა ცაიშის სკოლას, რომელიც აფინანსებს ამ სკოლას და მასთანაა შერწყმული, ფიზიკურად არ გააჩნია ფინანსები იმისთვის, რომ მე-5 კლასი არსებობდეს“ – განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონერი პაპავამ. ამასთან, მისი თქმით, სკოლას ემსახურება სასკოლო ტრანსპორტი და მოსწავლეებს შსაძლებლობა აქვთ აღნიშნული ტრანსპორტით ისარგებლონ. როგორც კი ფინანსები გამოჩნდება, გონერი პაპავას თქმით, მოხდება მე-5 და მე-6 კლასის დამატება. საბოლოოდ, რესურცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად, ერთი წელი საკმარისია იმისთვის, რომ მოძიებულ იქნას შესაბამისი ფინანსური წყაროები და მოხდეს სკოლის სრული რემონტი. ამასთან, გონერ პაპავას განცხადებით, სასწავლო პროცესი ცაიშის საბაზისო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.

სიახლეები

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გადაურიცხავს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ...

ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, სანამ ხალხი ახალ არჩევნებს არ მიაღწევს -ზურაბიშვილი

"მე ვრჩები ერთგული ვემსახურო ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ახლა ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს...