მთავარისიახლეებიკონფლიქტებიდღეს სკოლაში მიმავალ პირველკლასელებს ოკუპანტებმა საზღვარი გადაუკეტეს

დღეს სკოლაში მიმავალ პირველკლასელებს ოკუპანტებმა საზღვარი გადაუკეტეს

Published on

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან პირობით საზღვარზე  წყოუშის  სკოლაში მიმავალი სამი მოსწავლე  რუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ გადმოატარეს.

მესაზღვრეთა თქმით, ბავშვებს საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში  – საუბარია საშვებზე, რომელთაც უკვე მეორე წელია კანონის სრული დარღვევით არასრულწლოვანი ბავშვებისგან მოითხოვენ, თუმცა, თუ ადრე ეს პრობლემა გალის ადმინისტრაციის ჩარევით ასე თუ ისე მარტივად წყდებოდა, ეს ამჯერად ძალზე გართულდა – საქმე ისაა, რომ წლეულს გალის სკოლებში ოფიციალურად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, და თუმცა ამ გადაწყვეტილების რეალიზაციას ჯერ პირი არ უჩანს, მშობლები, რომელთაც სურთ მათმა შვილებმა განათლება ქართულ ენაზე მიიღონ , არჩევენ უკუპირებული აფხაზეთის საზღვრის მიმდებარე ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლების სკოლებში მიაბარონ ისინი.

ბავშვები, რომელნიც დღეს საზღვარზე არ გადმოატარეს, პირველკლასელები არიან, სხვა დანარჩენ თერთმეტ ბავშვს, რომელნიც შედარებით მაღალ კლასებში სწავლობენ, ეს პრობლემა არ შექმნიათ, რას იმის მანიშნებელია, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის განათლების  ცდილობს რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლა განახორციელოს დაწყებით კლასებში მაინც და ხელს არ აძლევს მოსწავლეთა გადინება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაააყენებს ამ  კლასების დაკომპლექტებას.

 ეს პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა, აფხაზეთის განათლების სამინისტრო დიდი ხანია ცდილობს ადრეული ასაკიდან   შეუქმნას გალში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს  მშობლიურ სამყაროსთან და ენასთან  გაუცხოებისა და შემდგომი  რუსიფიკაციის  პირობები, რასაც ნაწილობრივ აღწევს  კიდეც – უკანასკნელ წლებში ენგურს გამოღმა მდებარე სოფლების სკოლებში გალიდან გადმოსულ ბავშვთა რაოდენობამ შესანჩნევად იკლო.  

წალენჯიხის გამგებლის გია გულორდავას ინფორმაციით, დღეს მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს მთავრობა, რომელიც  საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რაც  მისი აზრით, პრობლემის  ბავშვების ინტერესების სასარგებლოდ მოგვარებას შეუწყობს ხელს.

მისივე ცნობით,  საზღვართან იმყოფებოდნენ გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...