მთავარისიახლეებისაზოგადოება14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება

14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება

Published on

14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს, 09:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. ამ დღეს წმიდა ეკლესია "ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, "აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა". 
ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. სავარაუდოდ, იგი პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა ორმა მოვლენამ განაპირობა. 
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე … ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული". 
ასევე, 312 წლის 14 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა მაქსენციუსს, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...