მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში

ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში

Published on

გუშინ ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფდებოდა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.

მინისტრმა  დაათვალიერა რუხის  მრავალაპროფილიანი საავადმყოფოს   მშებებლობა და გამართა შეხვედრა   რეგიონის მედიცინის მუშაკებთან. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი  ლევან შონია.  

მინისტრმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნის მნიშვნელობაზე  და  სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესაბამის პროგრამაზე. 

დავით სერგეენკო შეეხო რუხში მშენებარე  ჰოსპიტალს , რომელიც ჩაფიქრებულია როგორც   ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო  და მშენებლობის  დასრულების შემდეგ მოემსახურება როგორც რეგიონის, ისე   ოკუპირებული  აფხაზეთის მოსახლეობას.   

შეხვედრაზე მინისტრმა  უპასუხა მედიცინის მუშაკების შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა სისტერმაში მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებებს, სამედიცინო დაწესებულებების პერსპექტივებს, მათი პროფესიული და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის ხედვებს სამინისტროს მხრიდან.  თავის მხრივ მინისტრმა მიიღო ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპესონალკის საჭიროებების შესახებ და დახმარება აღუთქვა მათ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებსაც. ერთერთი კომენტარი ეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის  ახლად დანიშნული ხელმძღვანელის შერჩევის კრიტერიუმებს. 

„მათი მუშაობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არის, თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ესა თუ ის ადამიანი  ვერ ან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იდეალური ადამიანის მოძებნა ძნელია, პირველი არის პროფესიონალიზმი. რამდენად სწორად, კარგად და კვალიფიციურად ასრულებს ესა თუ ის ადამიანი თავის საქმეს“, – განაცხადა მინისტრმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...

16 მარტის ამინდი საქართველოში, ქალაქების მიხედვით

16 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, მაღალ მთაში კი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის...