მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს

Published on

დღეს მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის  დღეს აღნიშნავს..

წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ავჭალაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა.

წმინდა სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მანამდე წმ. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო. 
წმ.წინასწარმეტყველის თავის მოკვეთის სურვილით ფილიპეს ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ 
მიმართა დედის ჩაგონებით, რომელსაც სძულდა წმ. ნათლისმცემელი. სალომეა ფილიპეს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავდა. მისი ცეკვით მოხიბლული ჰეროდე კი სალომეას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

და კიდევ. …არის კი ვინმე საქართველოში, მით უფრო აფხაზეთის მკვიდრი, ვისაც ახლა კომანი არ ახსენდება.

სოფელი კომანი სოხუმიდან ათიოდე კილომეტრშია. აქ  ქრისტიანობისათვის წამებული – იოანე ნათლისმცემლის თავია დავანებული. .ღვთის მადლით აფხაზეთის ეს პატარა  კუთხე უდიდეს წმინდანებს მოულოცავთ. აქ უკანასკნელი წირვა აღუვლენია მართლმადიდებლობის მსოფლიო ქადაგს – იოანე ოქროპირს; სოფლის შუაგულში, გორაკზე აღმართულ სალოცავში დღემდე დგას მისი სარკოფაგი.  და ბოლოს: აქ, ამ მყუდრო სავანეში, მოწამეობრივი სიცოცხლე დაუსრულებია ყოვლად ღირს მამას – წმინდა ვასილისკოს…

და აქ იური ანუაც უნდა ვახსენოთ, აფხაზი ვაჟკაცი, საქართველოს პატრიოტი, ვინაც კომანის სალოცავი განაახლა და მის ჩრდილში აღესრულა  მათი ხელით, ვინაც არ უწყოდა, რას იქმოდა …

 

 

 

სურათზე: მანანა ბუკიას ნაქარგი

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...