პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ კოალიციას ტოვებს და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ გამოცემა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი საუბრობს. დეპუტატის განცხადებით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. „პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის სახით აღარ მიიღებს მონაწილეობას და ის არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ისე იქნება წარმოდგენილი. ხოლო რაც შეეხება კოალიციაში შემავალ პარტიებს, მათგან გარკვეული პიროვნებები შესაძლოა გაწევრიანდნენ „ქართულ ოცნებაში“. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნები“ დამოუკიდებლად მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილია და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, ვინ იქნება მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი“ – განაცხადა გამოცემა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა პარტიის სიის პირველი ნომერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდეს
სიახლეები
სიახლეები
გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს
სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....
სიახლეები
მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...
სამართალი
სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...
მსოფლიო
კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...