მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩო ახალაიამ საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო

ბაჩო ახალაიამ საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო

Published on

საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ციხის საპყრობილეში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ თავად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადებით უკმაყოფილოა და აგრეთვე საუბრობს, რომ მოწმეებზე არნახული ზეწოლა ხდება. „სასამართლოს უსინდისო და ამორალური ქცევა უკვე აჭარბებს ყოველგვარ ზღვარს. დღეს ერთი საათით ადრე გავიგე, რომ ჩემი სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ველოდები კვლავ გადაიდო გაურკვეველი ვადით, ისეთივე ხრიკებით, როგორც ეს პროკურატურას და სასამართლოს ჩვევია. ეს შეიძლება არ ჩათვლილიყო საგანგაშოდ, რომ არა ის ძლიერი ზეწოლები მოწმეებზე, რასაც ახლა უკვე თან ახლავს ზეწოლის სრულიად ამორალური და ბინძური ფორმები. 
მე პირადად არ ვთვლი, რომ შიმშილობა ეს პროტესტის ან აზრის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ამჯერად მას სამწუხაროდ ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ უსინდისობის, ამორალურობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ვერაფრით დათრგუნავენ. ამავდროულად ჩემი მხრიდან პერსონალური სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული, მიუხედავად იმისა გაუძლებენ ისინი ამ ზეწოლას თუ ვერა. სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს უწყობს ადამიანების ჩაგვრას. ჩემი მოთხოვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც და საზოგადოებასაც გაგაგვებინოს სასამართლომ სხდომის თარიღი, რაც ცოტაოდენი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომლებმაც არც კი იციან კიდევ რამდენ ხანს უნდა იმყოფებოდნენ ასეთ ტანჯვაში“ – წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...