ხმაური იყო დღეს ზუგდიდში. დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები თურქულ კომპანია "მეტრო მარტ ჯორჯიას" უპირისპირდებიან, რომელიც ზუგდიდში საკუთარი ბიზნესის გაფართოებას იწყებს. ადგილობრივი მძღოლების განცხადებით, უცხოური კომპანია მათ კონკურენციას გაუწევს და ამ ბიზნესის მუშაობას საფრთხის ქვეშ აყენებს. მძღოლების განმარტებით, მათ მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა, შემოსავლის წყაროს აქედან იღებენ, აქვთ საბანკო ვალდებულებები და მათი განცხადებით, ახლა ახალი კომპანიის შემოსვლით ექმნებათ რეალური პრობლემები. მიკროავტოსუსის მძღოლების განმარტებით, თურქულ კომპანიას საქართველოს რამდენიმე ქალაქში ოფისი აქვს გახსნილი, მგზავრობის მსურველებს კომფორტული პირობები აქვთ შექმნილი და შესაბამისად მგზავრებიც ამ კომპანიის მომსახურეობას ირჩევენ. ამ ყველაფრით კი ადგილობრივი მძღოლები ზარალდებიან. აქციის მონაწილე მძღოლები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. სწორედ ამ მიზნით მათ დღეს ზუგდიდის ავტოსადგურის ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ავტოსადგურიდაბ მიკროავტობუსის მძღოლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს. აღნიშნულ ტერიტორიამდე ისინი პროტესტის ნიშნად საყვირებით მივიდნენ. მათი განცხადებით, თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ. ზუგდიდის მერიიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. მოგვიანებით, მერიის ტერიტორიიდან მიკროავტობუსის მძღოლებმა ზუგდიდში, სვანური კოშკის ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც თურქულმა კომპანია "მეტრო მარტ ჯორჯიამ" ახალი ავტოსადგომების მშენებლობა დაიწყო. როგორც ადგილზე გაირკვა, აღნიშნულ კომპანიას ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობისგან არ ჰქონდა აღებული. მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განმარტებით, თურქული კომპანია პირველ ჯერზე გაფრთხილებული იქნა, ხოლო მშენებლობის გაგრძელების გამო კომპანიის ქმედებებზე სპეციალური კომისია იმსჯელებს. ტელეკომპანია "ოდიში" თურქული კომპანია "მეტრო მარტ ჯორჯიას" პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა აქციის მიმდინარეობისას და არც მას შემდეგ ისინი ადგილზე არ გამოჩენილან. მძღოლების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები დროულად არ იქნა დაკმაყოფილებული, ისინი უფრო დიდი და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
ზუგდიდელი მძღოლების საპროტესტო აქცია
სიახლეები
სიახლეები
წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI
121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...
სიახლეები
შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...
მსოფლიო
ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა
ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა.
ინფორმაციას BBC...
მსოფლიო
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა
ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...