მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ვენესუელას შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებას...

საქართველოს საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ვენესუელას შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებას ეხმაურება

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ვენესუელასა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"2009 წლის სექტემბერში ვენესუელამ, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად, აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“, რითიც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. შესაბამისად, კარაკასსა და სოხუმს შორის ნებისმიერი შეთანხმება, იქნება ეს ვენესუელაში „აფხაზეთის საელჩოს“ გახსნა, „აფხაზეთში ვენესუელის ელჩის“ დანიშვნა და რწმუნებათა სიგელების გადაცემა, ე.წ. „უვიზო რეჟიმის“ შემოღება თუ სხვა, იმთავითვე უკანონოა და, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იურიდიულ შედეგებს არ წარმოშობს. სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და უგულებელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას."- ნათქვამია  განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება მოყვა 3 სექტენბერს სოხუმში გამართულ შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ვენესუელას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხუან ვისენტე პერედეს ტორეალბას შორის. ხაჯიმბამ  ტორეალბას გადასცა  აფხაზეთში ვენესუელას ელჩის რწმუნების სიგელი.  აფხაზეთის მედიის ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა აფხაზეთსა და ვენესუელას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ეკონომიკის ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ მზადების პროცესშია შეთანხმება აფხაზეთსა და ვენესუელას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ 

 

სიახლეები

თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ? – პაატა ბურჭულაძე მოსამართლეს

"თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის მე საფრთხეს წარმოვადგენ?" - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიო ბანმა, პაატა...

ცნობილია, რომელ უნივერსიტეტს რა ფაკულტეტები დარჩება

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სამთავრობო გუნდის მიერ შემუშავებული განათლების რეფორმის ფარგლებში...

ოცნება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ეს ქართული ოცნების...

1-ელი ივლისიდან იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ შეხებაშია, შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდება. მისი...