„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარსემა ილია მეორემ ბრძანა, გადაეცით მრევლს, რომ სიწმინდე დარჩება ზუგდიდში“ – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ დღეს ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში მრევლს და სასულიერო პირებს წირვის დასრულების შემდეგ აცნობა. მეუფე გერასიმე გუშინ საზოგადოების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოში, ილია მეორესთან შესახვედრად გაემგზავრა. პატრიარქთან შეხვედრის მთავარი მიზეზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იყო, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ღვთისმშობლის შესამოსელი უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც მოვლა და პატრონობა სჭირდება და ის თუნდაც ერთი დღით არ უნდა იქნეს გატანილი ზუგდიდის ისტორიული მუზეუმიდან.
ილია მეორე: “ღვთისმშობლის შესამოსელი დარჩება ზუგდიდში” [Video]
სიახლეები
სამართალი
სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...
მსოფლიო
კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...
სიახლეები
9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა
სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...
სიახლეები
ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს
ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...