მთავარისიახლეებისპორტიზვიად სიჭინავამ თანამდებობა დატოვა

ზვიად სიჭინავამ თანამდებობა დატოვა

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობს. ეს განცხადება სიჭინავამ ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გააკეთა."პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებს, რომ არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. მე მიმაჩნია ეს არასწორად და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით, ბატონი ალექსანდრე ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას", – თქვა სიჭინავამ. აქვე, ალექსანდრე ჩივაძე არის სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ამავე დროს, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...