მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე გერასიმე: "ღვთისმშობლის გადაწყვეტილებას, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ბრძანდებოდეს ზუგდიდში, ვერავინ შეეწინაღმდეგება"...

მეუფე გერასიმე: “ღვთისმშობლის გადაწყვეტილებას, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ბრძანდებოდეს ზუგდიდში, ვერავინ შეეწინაღმდეგება” [Video]

Published on

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე იმსჯელეს დღეს ზუგდიდში. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე სასულიერი პირებთან ერთად დღეს ზუგდიდის მოსახლეობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზეზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იყო, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მყისიერი რეაქცია მოჰყვა, რადგან მინისტრის მოადგილემ გადაწყვეტილება საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად მიიღო. შეხვედრაზე ზუგდიდისა და ცაიშიც მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა, რომ „ღვთისმშობლის გადაწყვეტილებას, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ბრძანდებოდეს ზუგდიდში, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება“. ამასთან, მეუფის განცხადებით, ის ხვალ კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდება და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გააცნობს. ამასთან, მეუფის თქმით, პატრიარქმა 2007 წელს ბრძანა, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდში იქნებოდა დაბრძანებული. "ღვთიმსმშობლის კვართი არ უნდა იქნეს გატანილი ზუგდიდიდან, საპატრიარქო აუცილებლად გაითვალისწინებს ზუგდიდელების აზრს",-განაცხადა მეუფე გერასიმემ. რაც შეეხება ზუგდიდის მოსახლეობის პოზიციას – მათ დღეს განცხადებით მიმართეს საპატრიარქოს და ხელისუფლებას, რომ არ მოხდეს თუნდაც ერთი დღით ღვთისმშობლის შესამოსელის გატანა ზუგდიდიდან, რადგან ეს იქნება სიწმინდის მიმართ უდიერი მოპყრობა. ზუგდიდდელების აზრით, საქართველოში და მსოფლიოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი ემთხვიოს კვართს და ილოცოს მასზე, შეუძლია ჩაბრძანდეს ზუგდიდში, რადგან ოცსაუკუნოვანი კვართი ,რომელსაც ქვეყნიერების ისტორიაში ანალოგი არ აქვს, არ შეიძლება შევურაცხყოთ. მათივე აზრით, არ შეიძლება გავაუფასუროთ ის, რისთვისაც არის მადლმოსილი და რისთვისაც მთელს მსოფლიოში მართმადიდებლები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ლოცულობენ. იმის გამო, რომ ქალაქ ზუგდიდში არის ვნებათაღელვა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემულ ნებართვასთან დაკავშირებით, ზუგდიდილები მიმართავაენ კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, გააცნობიეროს, რა შეიძლება მოჰყვეს ღვთისმშობლის კვართის ზუგდიდიდან გატანის თუნდაც მცდელობას და თხოვენ, რომ ხელმოწერილი განკარგულება გააუქმოს. ზუგდიდის მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელსაც რამდენიმე დღეში კულტურის მინისტრს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის გაუგზავნიან. 

სიახლეები

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...