მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის ,,მომავლის ბანაკში'' სეზონი დაიხურა

ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში” სეზონი დაიხურა

Published on

გუშინ საზეიმოდ  დაიხურა ანაკლიის "მომავლის ბანაკი".

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე, კულტურული პროგრამების სამსახურის უფროსი ბაჩი ზურებიანი და მოწვეული სტუმრები.

საზეიმო დახურვის ცერემონიალზე  "მომავლის ბანაკის" მონაწილეების მიერ წარმოდგენილ იქნა  საბანაკო ცხოვრების  ათი თემატური დღე (გაცნობის, დამეგობრების, ოლიმპიადის, ნორჩი მაშველების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკოლოგიის, საქართველოს და დამშვიდობების დღეები) შედგა სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება მედლებით, თასებით, წიგნებითა და კალენდრებით. ოლიმპიადა  გაიმართა სპორტის ხუთ სახეობაში – : ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში/

ელექტრონული წიგნების სახლმა "საბა" ანაკლიის "მომავლის ბანაკის" ყველა მონაწილეს  უფასოდ გადასცა  10 წიგნის ელექტრონული ვერსია, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეში განთავსდება.

საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

წლეულს "მომავლის ბანაკმა" 1700-ზე მეტ მოზარდს უმასპინძლა.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...