მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა" შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს

“ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებებს ავრცელებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას არ მიიღებს. ამი შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, რაც ნიშნავს, რომ არ წარადგენს კანდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჩვენ უკვე გავაცანით საზოგადოებას: ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ოჯახების გაღარიბების შეჩერებას, სწორი პოლიტიკის გატარებას და ქვეყნის წინსვლას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა სჭირდება არა მხოლოდ 2 საარჩევნო ოლქში, არამედ მთელ საქართველოში. იმავდროულად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, რათა გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო, რათა საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების ზემოაღნიშნული მიზეზები" – აღნიშნულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შესაბამისი რეგისტრაცია გაიარა. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიასთან“ ბლოკის სახით იქნება წარმოადგენილი, ხოლო პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე დამოუკიდებლად. პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 31 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, #11 საგარეჯოს და #65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილი დააკავეს – “მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს!…”

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ფორმულას" შესასვლელთან სუს-ის წარმომადგენლებმა აიყვანეს. ვიდეო "ფორმულას" ეზოდან მიშა...

მარტვილში ცოფის შემთხვევა დადასტურდა – სოფელში გამოცხადდა კარანტინი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ინფორმაციის...

კობახიძე გერმანიის ელჩზე-იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, მისთვის გაძევება საჩუქარი იქნებოდა

ფიშერის დაცვა, ესეც ტრაგიკული აქტია. არ მინდა, ამაზე განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო. იმდენად ტრაგიკული პიროვნებაა, რომ...

გერმანიის საელჩო მზია ამაღლობელს Free Media Awards-ის მიღებას ულოცავს

გერმანიის საელჩო საქართველო ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდოს, Free...