მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღება სცადეს [Video]

Published on

რამოდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ახალგაზრდა მამაკაცმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ის ადგილზე დააკავა. ბანკში მყოფი თვითმხილველების ცნობით, თავდამსხმელი ერთ-ერთ მოლარე ოპერატორთან მიიჭრა და სალაროში არსებული თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, მოლარე-ოპერატორმა განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა მოახერხა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღება სათამაშო იარაღით სცადა.  მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას (ძარცვას) გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7 წლამდე ვადით ემუქრება

სიახლეები

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...