მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში

Published on

საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა. 

 საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. 
 
დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის. 

საკადრო ცვლილებებს გამოხმაურება და შეფასებები უკვე მოჰყვა პარლამენტიდან. განმარტებები საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში გაკეთდა. მმართველი გუნდი პრემიერის გადაწყვეტილებას ენდობა და სრულად იზიარებს მას. თუმცა მათი განმარტებით, საკადრო გადაადგილებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ

საპარლამენტო ოპოზიციის აზრით,  მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებები  არანაირი პოლიტიკა არ ჩანს.
"პრემიერ-მინისტრის ახსნა, გიორგი კვირიკაშვილი იმიტომ გადაიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად, რომ ინვესტიციებს მოიზიდავს, არის სრულიად მცდარი. საგარეო საქმეთა მინისტრი კი არ იზიდავს ინვესტიციებს, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურობა. გიორგი კვირიკაშვილი იყო ერთადერთი მინისტრი მთავრობის მთელ ეკონომიკურ გუნდში, რომელიც შექმნილი ეკონომიკური ვითარები სსირთულეს არ გაურბოდა დ ააღიარებდა, რომ , საქართველოს ეკონომიკაში არის პრობლემები.
გაუგებარია რატომ, ჩაანაცვლეს  ეს ერთადერთი ადეკვატური მინისტრი  ქუმსიშვილით, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა.  

ნებისმიერ შემთხვევაში, მთავრობა, რომელიც თვითონ არ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, განწირულია წარუმატებლობისთვის, -აცხადებენ ,,თავისუფალი დემოკრატები-დღევანდელიცვლილებები მიუთითებს, რომ მთავრობაში უპასუხისმგებლობა გრძელდება.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...