მთავარისიახლეებისაზოგადოებაპენსიის ზრდა სულაც არ ნიშნავს ზრდას - ამბობენ პენსიონერები

პენსიის ზრდა სულაც არ ნიშნავს ზრდას – ამბობენ პენსიონერები

Published on

დღეიდან ძალაში შედის პენსიების ცვლილება 

“ასაკით პენსიონერების პენსია 160 ლარი გახდება. მომავალი თვის 15 რიცხვიდან, ყველა პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს. ამისთვის 30 მილიონი ლარია წელიწადში დამატებით საჭირო, რაც უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამასთან, პენსიონერებისთვის გამოყოფილია ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სადაზღვევო პაკეტი, რის შედეგადაც გაიზარდა პენსიონერთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 703 ათასზე მეტი პენსიონერი გვყავს, მათი რიცხვი 17 ათასით გაიზარდა”,-  აცხადებსჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

ეს ის შემთხვევაა, როცა ზრდა სულაც არ ნიშნავს ზრდას –  თუ ლარის მსყიდველობით უნარს გავითვალისწინებთ, გაზრდილი პენსია გაცილებით ნაკლებია ვიდრე თუნდაც 3-4 წლის წინანდელი 150 – ლარიანი პენსია – ასეთი განწყობაა ამ ცვლილების მიმართ პენსიონერებისა და მათი ოჯახის წევრებში, მთავრობა და მასთან დაახლოებული ექსპერტები კი ამ საკითხს ჯიუტად უვლიან გვერდს. 

 

 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...