მთავარისიახლეებისამართალიოჯახის განცხადება: "რუზგენ ჩუხუა მოკლეს!"

ოჯახის განცხადება: “რუზგენ ჩუხუა მოკლეს!”

Published on

გუშინ ზუგდიდში გარდაცვლილი ბიზნესმენის რუზგენ ჩუხუას ოჯახის წევრებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ის მოკლულია. ამის შესახებ დღეს გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა. მისი თქმით, საქმეში მოწმის სახით დაკითხული პირები გუშინ დააკავეს, თუმცა აცხადებენ, რომ დღეს ისინი გაათავისუფლეს. ოჯახის მოთხოვნაა დამნაშავეების კანონის სიმკაცრით დასჯა. ამასთან, ისინი საქმის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ. შსს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის ვერსიით, რუზგენ ჩუხუა მოკლეს. გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლის რუზანა მარკარიანის განცხადებით, შემთხვევამდე რუზგენ ჩუხუას პირად მობილურ ტელეფონზე იყო მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები და მისი თქმით, მას დაცვის პოლიციის უფროსი ზვიად კილასონია ემუქრებოდა.  რუზანა მარკარიანის თქმით, კილასონია თანხის დაბრუნებას ითხოვდა და ამის თაობაზე რამდენიმეჯერ იყო ჩუხუასთანს სახლში მისული. შემთხვევის დღეს კი ბიზნესმენთან სახლში ზვიად კვარაცხელია სიძეებთან ერთად მივიდა. გარდაცვლილის მეუღლე იხსენებს, რომ სწორედ მათი შეხვედრის შემდეგ ჭიშკართან იპოვა მეუღლე გარდაცვლილი. ოჯახის ინიციატივით საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი. მაია ნიკოლეიშვილი საქმეში არსებულ საეჭვო დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მან ქუთაისში ჩატარებულ ექსპერტიზაშიც მიიღო მონაწილეობა. ზუგდიდში მოღვაწე ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა გარდაცვლილი გუშინ საკუთარ მანქანაში იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. შსს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...