მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

ზუგდიდში ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა

Published on

 

 ზუგდიდში  ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონის" ორგანიზებით ცატარდა  სოლიდარობის აქცია – “სიცოცხლის ხეები”,რომლის ფარგლებშიც ბულვარში დაირგო ხეები  ზედოზირებით გარდაცვლილ პირთა ხსოვნის პატივსაცემად.   

კამპანია “გადავარჩინოთ სიცოცხლე” მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მიმღებლობისა და სოლიდარობის ფორმირებას ნარკოტიკების მომხმარებელთა და ზედოზირებით დაზარალებულ პირთა მიმართ.“ეროვნული კამპანიის ფარგლებში ნარკოტიკების მომხმარებლები, მათი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მარადიული ხეების დარგვის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული აქციით პატივს მიაგებენ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში დაღუპულ ნარკომომხმარებელთა ხსოვნას. მეორეს მხრივ, სოლიდარობას გამოუცხადებენ ნარკოტიკების მომხმარებლებს, რათა მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ზედოზირების საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების გავრცელება. ასევე, ნარკოტიკების მომხმარებელთა ცოდნის და უნარების გაძლიერება ზედოზირების შემთხვევათა მართვასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელისა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 “ზედოზირებაზე შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე” უკვე მე-5 წელია აღინიშნება. ეროვნული კამპანია მიმდინარეობს სლოგანით – რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ზრდის ზედოზირებით გარდაცვალების რისკს! გადავარჩინოთ სიცოცხლე!

წლეულს სოლიდარობის აქციები ზუგდიდის გარდა თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიაში,  ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა.

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...