მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. შამადელას მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს

სოფ. შამადელას მოსახლეობა ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვს [Video]

Published on

ნარაზენში,  შამადელას უბნის მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა. მოსახლეობის განმარტებით, მათ მძიმე პირობებში უხდებათ ცხოვრება. კერძოდ, მათი თქმით, მოუწისრიგებელი და მოუგვარებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, არ აქვთ წყალი. ასევე, არ ხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამასთან, მოსახლეობა ამბობს, რომ ელექტრო ენერგიის ხაზები სიძველისგან დაზიანებულია, უამინდობის დროს კი ხდება სადენების გაწყვეტა, რაც უშუქობას იწვევს. შამადელას უბნის მოსახლეობა უწყლობასაც უჩივის. კერძოდ, დღევანდელი აქციის მონაწილეების განცხადებით, გადამწვარი წყლის გენერატორის შესაკეთებლად შამადელას რწმუნებულს დაუკავშირდნენ, რომელმაც მოსახლეობის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა. ასევე, სკოლა, სადაც სწავლა პირველიდან მხოლოდ მეოთხე კლასამდეა შესაძლებელი, დაზიანებულია. საბჭოთა პერიოდში აშენებული სასწავლო დაწესებულება მას შემდეგ არც შეკეთებულა. ჩამსხვრეული ფანჯრები, სახურავი, რომელსაც აწვიმს და მოსწავლეებისთვის განკუთვნილი საფირფარეშო – ეს შამადელას სკოლაა. აქ მხოლოდ 15 ბავშვი სწავლობს. მოსწავლეების მშობლების განცხადებით, ასეთ პირობებში უარს ამბობენ სკოლაში ბავშვების მიყვანაზე. მათ დაახლოებიღ 4 კილომეტრის გავლა უხდებათ  უახლოეს სასწავლო დაწესებულებამდე. ტელეკომპანია ოდიში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, აღნიშნულ სოფელში სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მაია ღურწკაიას განცხადებით, შამადელას მოსახლეობას წყლის პრობლემა რეალურად ორი დღის წინ შეექმნა, თუმცა, მოსახლეობის განმარტებით, პრობლემა დიდი ხანია არსებობს. რაც შეეხება პრობლემას, რომელიც ინდივიდუალურ გამრიცხველიანება ეხება – ენერგო პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი სოფელ შამადელაში წელს ვერ დაიწყება. შამადელას არასრული საშუალო სკოლის არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე და მის რეაბილიტაციაზე ჩვენ ზუგდიდის რესურსცენტს დავუკავშირდით. უწყების ხელმძღვანელის გონერ პაპავას განცხადებით, მათთვის ცნობილია არსებული მდგომარეობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაიწყებს სკოლის სარემონტო სამუშაოებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე მოსახლეობა ნელ-ნელა ტოვებს სოფელს. თუ პროცესი ასე გაგრძელდა, ტერიტორია გაუკაცრიელდება, ხოლო სოფელში ნასახლარები დარჩება.

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...