მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს

სენაკის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს

Published on

ხმაურით დაიწყო დღეს   სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომა, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილოს. საკრებულოს შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს საკრებულოს ოპოზიციის წევრებმა, რომელთაც  არ ისურვეს სხდომაში  მონაწილეობის მიღება. 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჯიშკარიანმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა საგაგებო განცხადება იმის შესახებ, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების მცდელობა   ინიცირებულია  სენაკის რაიონის გამგებლის, მაჟორიტარი დეპუტატისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მიერ.   . ჯიშკარიანის განცხადების ყველაზე სკანდალური ნაწილი აღმჩნდა , რომ მასთან „ქართული ოცნების“ რეგიონალური კურატორი დიტო სამხარაძე მივიდა და გადასცა პრემიერ მინისტრის ულტიმატუმი, ორი დღის ვადაში საკუთარი ნებით  დაეტოვებინა თანამდებობა.   ჯიშკარიანის თქმით, პრემიერ მინისტრი -ირაკლი ღარიბაშვილი შეცდომაშია შეყვანილი   მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ინიციატორების მიერ და ეს ყფაქტი უკავშიტრდება მიზანმიმართულ ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის კადრების წინააღმდეგ, როგორადაც ის მოიაზრებს თავს.  

ხვიჩა ჯიშკარიანის განცხადებით, იმპიჩმენტი მზადდებოდა   საკრებულოს წევრებზე სხვადასხვა სახის ზეწოლის გზით, კერძოდ , ხელისუფლება საკრებულოს რამდენიმე წევრს მხარდაჭერის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას დაპირდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ  ხვიჩა ჯიშკარიანის გადაყენების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად საკრებულოს წევრს გოჩა ლაშქარავას დაასახელებენ. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...