მთავარისიახლეებისაზოგადოება„რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება

„რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება

Published on

ვრცელდება ტელეკომპანია ,,იმედის’’ არხზე მიმდინარე   გადაცემების „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არხის ხელმძღვანელობამ დროებით შეაჩერა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტი.

„გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილებაზე გადაცემების „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ მოულოდნელ დახურვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც არხის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. საეჭვოა კომერციულ არხს ისეთი მაღალრეიტინგული, პოპულარული და კომერციულად მომგებიანი გადაცემები როგორიცაა „რეაქცია„ და „იმედის კვირა“ საკუთარი ნებით შეეჩერებინა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში, თან არჩევნებამდე 1 წლით ადრე. მიუღებელია ის ფორმაც, რომლითაც არხის მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაახმოვანა, რადგან 29 აგვისტომდე არცერთი მინიშნება და შეტყობინება შემოქმედებითი ჯგუფების წევრებს არ მიუღიათ. ჩვენ დაგვაყენეს ფაქტის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის უკმაყოფილო განცხადებები ამ გადაცემების მისამართით. იმედია, ტელევიზიის ხელმძღვანელობა საჯაროდ ახსნის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს და მოტივს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და რის გამო მოხსნეს ეთერიდან არხის ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანი ინგა გრიგოლია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ტელეკომპანია „ იმედი“ არ დარჩება პოლიტიკურ-საზოგადოებრივი თოქ-შოუების გარეშე და ჟურნალისტებს მიეცემათ თავისუფალი მუშაობის საშუალება“ – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...