მთავარისიახლეებისამართალიმკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რუზგენ ჩუხუა დღეს დილით გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – რუზგენ ჩუხუა დღეს დილით გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვეს

Published on

ზუგდიდის ერთ-ერთი ლომბარდის მფლობელი რუზგენ ჩუხუა დღეს დილით  ცეცხლასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საკუთარ მანქანაში იპოვეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში ის ზუგდიდის რეფერალურ საავამდყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ემერჯენსის მორიგე ექიმის განმარტებით, საავადმყოფოში მოთავსების დროს ის გარდაცვლილი იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემთხვევიდან ცოტა ხანში მისი ახლობლები, თანამშრომლები და მეგობრები შეიკრიბნენ. ადგილზე მუშაობას აწარმოებდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დრომდე უცნობია თუ რა მოხდა გარდაცვალების ადგილას. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ რუზგენ ჩუხუას დაცვის პოლიციის ზუგდიდის განყოფილების უფროსის ზვიად კილასონიას ვალი ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, ვალის დაბრუნებას გარდაცვლილს სთხოვდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რუზგენ ჩუხუას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და ვალის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. ოჯახი კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა გარდაცვლილის ძმა ადასტურებს, რომ დღეს დილით რუზგენ ჩუხუასთან სახლში ზვიად კილასონია იყო. შემთხვევაც სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების განმარტებით, მოწმის სახით ამ საქმეზე რამოდენიმე პირი დაიკითხა.

სიახლეები

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...