მთავარისიახლეებისპორტილევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას ხვალ დაარეგისტრირებს

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე თავის კანდიდატურას ხვალ დაარეგისტრირებს

Published on

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე  საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ის თავის კანდიდატურას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად ხვალ დაარეგისტრირებს.

,,. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, ეს შეხვედრა ჩემთვის პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანია.– განაცხადა კობიაშვილმა – მე ყოველთვის ვიყავი გუნდური მოთამაშე და მიმაჩნია , რომ გუნდური მუშაობის პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაც მინდოდა მათთვის გამეცნო თუ როგორ წარმომიდგენია, როგორ ვხედავ მათთან ერთად ფეხბურთის კრიზისიდან გამოსვლის გზებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.  ჯერ-ჯერობით ოფიციალურად ორი კანდიდატია დარეგისტრირებული  –  ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...