მთავარისიახლეებისაზოგადოებადადიანების ბზის ხეივანი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული

დადიანების ბზის ხეივანი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული

Published on

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის კომპლექის ეზოში კოლხური ბზა შეიწამლა. ბზის მავნებლის შეწამვლა სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებითა და მათი ზედამხედველობით განხორციელდა, თუმცა ერთგვარი  დაგვიანებით, რადგან დაყოვნებამ ხეივანს აშკარად დააჩნია კვალი:  ნარგავებს  ალაგ-ალაგს ხმობა აქვთ შეპარული და დადიანების კომპლექსის ამ სავიზიტო ბარათს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, როგორც  მავნებლებთან ეფექტურად ბრძოლისთვის აუცილებელი დროის დაკარგვის, ისე ბოლო წლებში მოუვლელობის გამო.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) განგაში ატეხა  აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შექმნილი  საგანგებო სიტუაციის გამო მცენარეთა დაცვის კუთხით, კერძოდ ბზის ხეების სწრაფი ხმობის გამომწვევი საშიში მავნებლის, ბზის ალურას მასობრივი გავრცელების გამო   მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში. ამ საკითხს მიეძღვნა სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირთა და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა საგანგებო თათბირიც, რასაც  პირველი თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა ბზის ხეივნის შეწამვლის სახით.

სამწუხაროდ, ამ ზომების მიღება კარგა ხნით ადრეც იყო საჭირო და უპირველეს ყოვლისა დადიანების ბაღსა და ხეივანში, რომელიც რეგიონის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა და ქალაქის ხელმძღვანელობას მეტი დაინტერესების შემთხვევაში შეეძლო მისთვის მიყენებული ზიანის პრევენცია.  

 

 

 

სიახლეები

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022...

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა  ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ...

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...