მთავარისიახლეებისპორტიხვალ ფოთში სარაგბო ბაზა "პარკი-არენა" იხსნება

ხვალ ფოთში სარაგბო ბაზა “პარკი-არენა” იხსნება

Published on

 ფოთის ახალი  სარაგბო ბაზა "პარკი-არენა"   2 ჰექტარზეა განთავსებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. კომპლექსში შედის   2 სათამაშო მოედანი, ერთი მთავარი და მეორე სათადარიგო. პირველი – ბუნებრივსაფრიანია და  2 500 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე  ხელოვნურსაფრიანი – 500 მაყურებლისთვის. კომპლექსი აღჭურვილია ,  აგრეთვე, საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. 
სარაგბო კომპლექსის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო ქართუ ჯგუფის დაფინანსებით

ხვალ კომპლექსს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გახსნის.   ღონისძიებას დაესწრებიან: სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
 
 

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

"ოცნების" განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...