ერთი დღე რუსთავი 2-ის გრანდიოზულ კონცერტამდე – ხვალ, 30 აგვისტოს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ზუგდიდში გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებს სახელწოდებით „რუსთავი 2 შენთვის“. ღონისძიება ხვალ, 4 საათიდან დაიწყება. ამ დროისთვის კონცერტის ლოკაციის ადგილას ე.წ „სკეით პარკში“ ბავშვებისთვის გასაბერი ატრაქციონები მოეწყობა. 4-დან 7 საათამდე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გაერთონ ატრაქციონებზე. დაახლოებით 7 საათისთვის დაიწყება კომედი შოუს ღონისძიება, სადაც იუმორისტული გადაცემების მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს კულმინაცია ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობისა“ და „კახაბერი და ხანუმების“ კონცერტი იქნება. ორივე ჯგუფი პოპულარულ სიმღერებს და კომპოზიციებს შესთავაზებს მაყურებლებს. რუსთავი 2-ის კონცერტში მონაწილეობას არხის პოპულარული სახეებიც მიიღებენ. სამაუწყებლო კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა გიგა სულაძემ ODISHINEWS-ს განუცხადა, რომ ხვალ ზუგდიდში არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი, მაია ასათიანი, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი გაბუნია, გიორგი ქორქია, გვანცა დარასელია, ვანო ჯავახიშვილი, ალეკო მალხაზიშვილი და სხვა ე.წ „ფეის სახეები“ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვლენ.
სიახლეები
საზოგადოება
ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი
მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...
საზოგადოება
ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირმა რუსეთის...
საზოგადოება
ტუსკი: ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ
დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა,...
სიახლეები
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის...