მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. ერგეტაში ტრადიციული მარულა გაიმართა

სოფ. ერგეტაში ტრადიციული მარულა გაიმართა [Video]

Published on

მარიამობის დღესასწაულზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართა. ცხენოსანთა შეჯიბრი ისეთ ტრადიციულ სახეობებში ჩატარდა, როგორიცაა მარულა, ყაბახი და მოქნევა. ცხენებით შეჯიბრი გაიმართა როგორც მოკლე, ასევე გრძელ, 6 კილომეტრიან დისტანციაზე, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად მეზობელი სოფლებიდან ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე ჩატარდა ტრადიციული ქართული ჭიდაობა.  წლევანდელი მარულა მაყურებლების განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა. ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ დანელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მსგავსი ტრადიციული ღონისძიებების აღდგენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, მარულა მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად ჩატარდება და ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. მარულა ცხენოსნური სპორტის უძველესი ქართული სახეობაა. წლების წინ ის   25-30 კილომეტრიან დისტანციაზე იმართებოდა. დროთა განმავლობაში გაიზარდა  მონაწილეების რიცხვი, თუმცა საასპარეზო მონაკვეთი შემცირდა 8-10 კილომეტრამდე. ადრე მარულაში მოზრდილებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. წლევანდელი მარულა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტაციის პატრონაჟით ჩატარდა.

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...