მთავარისიახლეებისაზოგადოებასამარიობო მარულა ერგეტაში

სამარიობო მარულა ერგეტაში

Published on

დღეს 17 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში  ტრადიციული სამარიობო მარულა–2015 იწყება.

შეჯიბრში  სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ცხენოსნები მონაწილეობენ. ისინი ერთმანეთს ტრადიციულ სახეობებში – მარულაში, ღანკიშ ყოთამა–ყაბახსა და მორქიაში (მოქნევაში) შეეჯიბრებიან. გამარჯვებული ოთხ კატეგორიაში გამოვლინდება.

ცხენოსანთა შეჯიბრთან ერთად ერგეტაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის   შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, სანახაობა ხალხური სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით წარიმართება.

დაწესებულია სხვადასხვა პრიზები გამარჯვებულებისა და უხუცესი ცხენოსნებისთვის.

მარულაზე დასწრება  თავისუფალია. დასწრების მსურველებს უფასო მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება, ავტობუსები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ.

ღონისძიების მხარდამჭერია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზუგდიდის მერია.

მარულა – 2015 – ისთვის მზადება საკმაო ხანია მიმდინარეობს, სარბიელზე   დაიდგა უსაფრთხოების ჯებირები, მოწესრიგდა ტერიტორია, მოეწყო მარულას, ყაბახისა და მოქნევის ზოლები.  დამონტაჟდა სცენა.

შეგახსენებთ, დღეს დაგეგმილ მარულამდე ორი დრით ადრე პრომო მარში (ტრადიციული გერულაფას თანამედროვე ვარიანტი) გაიმართა. მასში მონაწილეობა სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის  თანამშრომლებმაც, მათ შორის ქალბატონებმაც მიიღეს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...