მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსული ხაფანგი აფხაზებისთვის

რუსული ხაფანგი აფხაზებისთვის

Published on

თუ მინისტრთა კაბინეტი ცალხრივად იტყვის უარს ადრე  ნაკისრ ვალდებულებებზე, ამას შეიძლება აფახზეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები მოჰყვეს – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრმა არტურ მიქვაბიამ  ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე სოხუმში.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სიტუაცია დაახასიათა როგორც უკიდურესად რთული, რაც განპირობებულია როგორც გარე , ისე შიდა ფაქტორებით – წერს სააგენტო აბხაზია–ინფორმი.

ზემოთ ხსენებული  საშიშროება  გამოითქვა ,,როსნეფტთან’’ გართულებული ურთიერთობის  საკითხის კონტექსტში, შეგახსენებთ, რომ ,,როსნეფნტმა’’ აფხაზეთში ნავთობის საძიებო სამუშაოებზე უკვე დახარჯა სამი მილიარდი რუსული რუბლი და, თუ აფხაზეთის ხელისუფლება დაჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნებს და უარი თქვა აფხაზეთში ნავთობის მოპოვებაზე, ,,როსნეფტმა’’ შეუძლია  მისგან ამ ფულის დაბრუნება  მოითხოვოს.

პრემიერის მთელი გამოსვლა გამსჭვალული იყო განწყობით, რომელიც მთელ აფხაზეთს არის მოდებული რუსეთის მხრიდან აფხაზთა ინტერესების უგულვებელყოფის, მსგავსი შანტაჟისა  და დაპირებული ეკონომიკური დახმარების შეუსრულებლობით.

სიახლეები

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი - 5, -...

ვინ რამდენი დღით დააპატიმრეს ბოლო პერიოდში დაკავებული აქტივისტებიდან – სია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში დაკავებული მოქალაქეების ნაწილის პროცესები გაიმართა. აქციის მონაწილეები...