მთავარისიახლეებიპოლიტიკაNATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

Published on

ამ წუთებში  ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დასრულდა NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გაიხსნის ოფიციალური ნაწილი . ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნეს. 

გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ და მისასალმებელი სიტყვები წარმოტქვეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო. 

ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ცენტრში   მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. 

ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. 

 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...