მთავარისიახლეებიპოლიტიკაNATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა

Published on

ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი თბილისში, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გაიხსნა. ცენტრი ოფიციალურად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს. ღონისძიებაზე სუტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი , ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდნენ. ცერემონიალის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ასეულს შეხვდა, რომელიც ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის გადამზადდა. "საქართველოს გახდება კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან, ნატო უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში და ჩვენი ხილვადობა ასევე ამაღლდება ქვეყანაში და საქართველოს წვლილი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხების სფეროში კიდევ უფრო გაიზრდება. ცენტრი გახლავთ იმის დემონსტრირება, თუ რა ერთგულებით არიან აღჭურვილები საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, სამხედროები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცებთან ერთად მსახურობდნენ საერთაშორისო მისიებში, მათი მოხსენიებით, რომლებმაც თავი დადეს საერთაშორისო ოპერაციებში და ჩვენ გვსურს ჯეროვანი პატივი მივაგოთ მათ,"– განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წვრთნისა და შეფასების ცენტრი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. „"ჩვენ ერთ წელზე ნაკლებ დროში მოვახერხეთ პაკეტით გათვალისწინებული პროექტების იმპლემენტაცია და წვრთნისა და შეფასების ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი დაარსება ნათლად წარმოაჩენს პროგრესს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ეს სასწავლო ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ცენტრის ფუნქციონირება დაგვეხმარება ჩვენი შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებაში. სასწავლო ცენტის ფუნქციონირება არანაირად არ იქნება მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, მეტიც, ის იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში,"– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევა და წარმატებით განხორციელებული პროექტები სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. „"ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესურსის მობილიზებით და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო–საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც, დარწმუნებული ვარ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტყილებებში. დღეწვანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სვრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის,"- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ცენტრი საქართველოს დაეხმარება, რომ მისი შეიარაღებული ძალები ბრძოლისუნარიანობას აიმაღლებენ, რითაც 21-ე საუკუნის გამოწვევებს დაუპირისპირდებიან.

 

ავტორი: ლევან კალანდია

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...