მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა შედგა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, არაოფიციალური ვახშმის დაწყების წინ საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანს ავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში მიღწეული პროგრესი შეაფასეს.საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს დელეგაციასთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ავღანეთში, ნატო-ს მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "ბორდერიზაციის" პროცესზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზეც ისაუბრეს.საქართველოს პრეზიდენტი დღეს, იენს სტოლტენბერგთან ერთად, კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას დაესწრება. 

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...