მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილთა საერთო საცხოვრებლის ბინადრები შენობის ხარვეზებზე საუბრობენ /Video/

დევნილთა საერთო საცხოვრებლის ბინადრები შენობის ხარვეზებზე საუბრობენ /Video/

Published on

წუხელ ზუგდიდში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი დაზიანდა. კორპუსის სახურავზე არსებული ხარვეზების შედეგად წყალმა მეოთხე სართულზე მდებარე ოთახებში შემოაღწია, დააზიანა ჭერი, კედლები და იატაკი. დევნილთა განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მათ საკუთარი ძალებით უხდებოდათ სტიქიასთან გამკლავება. წვიმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები შენობის ხარვეზებზეც საუბრობენ. მათი თქმით, გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყალი კი დაბინძურებულია. დევნილთა საერთო საცხოვრებელი სამშენებლო კომპანია დაგ-მა ააშენა. წუხანდელი წვიმის შედეგად დაზიანებული სახურავის შესამოწმებლად დღეს თაბუკაშვილის ქუჩაზე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გამოცხადდნენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სახურავის დაზიანება დევნილთა უყურადღებობამ გამოიწვია. ხოლო რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს, სამშენებლო კომპანია მის გამოსასწორებლად მუშაობას დაიწყებს. დევნილების განცხადებით, წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა უნდა შეკეთდეს. მათი თქმით, ასევე უნდა გამოსწორდეს მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები და ხარვეზები

ავტორები: ლევან კალანდია, იური მიქავა

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...