მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კოლხური ბზის გადარჩენაზე მიმართული რეგიონული გეგმის შექმნაზე მსჯელობენ

ზუგდიდში კოლხური ბზის გადარჩენაზე მიმართული რეგიონული გეგმის შექმნაზე მსჯელობენ

Published on

გუშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების თათბირი    ბზის დაავადებათა და მავნებლებთან ბრძოლის საკითხებზე.

შეხვედრა  Cenn-კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ იყო ორგანიზებული, მასში მონასწილეობდნენ  სამეგრელოს რეგიონის  მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების მერიის, სატყეო სამსახურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები სწარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს    ბზის ინტენსიურ ხმობაზე სწრაფი რეაგირების გეგმის შემუშავებისა და მავნებელთა გავრცელების წინააღმდეგ კოორდინირებული ზომების მიღების აუცილებლობაზე. გამოითქვა მოსაზრება, რეგიონი გამოცხადდეს  საკარანტინო ზონად.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მიიღეს დავალება მოახდინონ   ბზის შეწამვლის ორგანიზება ს თავიანთ ტერიტორიების ფარგლებში, არსებული რესურსების გამოყენებით, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ რესურსები მწირია – წამლების რაოდენობა საკმარისი არ არის, რასაც ემატება შეწამვლითი სამუშაოების სირთულე ძნელად მისადგომ ადგილებში .  

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...